მწვანილი ყველაზე მეტად საქართველოსა და უკრაინაში გაიაფდა. East fruit-ის მონიტორინგის შედეგებით, გასულ კვირას რამდენიმე ქვეყანაში პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგგან კი გაძვირდა.
ქართულ ბაზარზე პროდუქტი საშუალოდ, 33-დან 67%-მდე გაიაფდა და 1კგ-ს ღირებულებამ დაახლოებით, 0,37 დოლარი შეადგინა.
ამავე მოკვლევის თანახმად, მწვანილი საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე ტაჯიკეთში, რომელიც მანამდე პროდუქტის დაბალი ფასით ლიდერი იყო. ტაჯიკეთში მწვანილის ღირებულება დაახლოებით, 0, 42 დოლარია.
ამის პარალელურად, ახალი კამა საშუალოდ, 7%-ით გაიაფდა უკრაინაში და პროდუქტის ღირებულება 2,45 დოლარი გახდა. ახალი ბაზილიკის ფასი კი 13%-ით შემცირდა და 1კგ-ს ღირებულებამ 14,69 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ზრდის ტენდენციებს, ახალი ოხრახუში 26%-ით გაძვირდა პოლონეთში და მოლდოვას ფასებს დაუახლოვდა, რომელიც მწვანილის მაღალი ფასით ლიდერია. მოლდოვაში 1კგ პროდუქტის ღირებულება, საშუალოდ, 3,35 დოლარია.
ახალი ბაზილიკი სტაბილურად ძვირი რჩება რუსეთშიც, სადაც 1 კგ პროდუქტის ფასი 19, 96 დოლარს შეადგენს.