გერმანიის პროკურატურამ გერმანული საავტომობილო კომპანია Porsche დიზელის სკანდალის გამო 539 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ქვეყნის პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანია Volkswagen-ის შვილობილმა კომპანიამ გამოიჩინა გულგრილობა მისი ავტომობილების წარმოებისას. აღნიშნული განცხადება შეეხება გერმანული კონცერნის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ კონცერნს მილიარდობით ჯარიმა აქვს გადახდილი. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
თავად საავტომობილო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან არა 539, არამედ 599 მილიონი ევროს ჯარიმის გადასახდელად. (რომელიც სხვა დამატებითი ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს).