25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ჭორი გამიგია ჩვენი ჯგუფის შესახებ,-ამის შესახებ სოსო ფხაკაძემ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. ფხაკაძემ აღნიშნა, რომ " ვისოლ ჯგუფუს" მიზანი საშუალოვადიან პერიოდში გამსხვილებაა.
"ჩვენ ღია საუბარი გვახასიათებს. ვადასტურებ, რომ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია ნამდვილად ბაზრის ლიდერია, მაგრამ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს კომპანია იყიდება, ჩვენ არ ვადასტურებთ. "ვისოლ ჯგუფის" მიზანი საშუალოვადიან პერიოდში გამსხვილებაა, რაც არ გამორიცხავს ჩვენს გაერთიანებას ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან, რაც ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკაა და აქ არაფერია განსაკუთრებული,"-აცხადებს ფხაკაძე.