WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს

პეკინმა გადაწყვიტა ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებებში უფრო მწვავე პოზიცია დაიკავოს, ვინაიდან ჩათვალა, რომ შტატები დათმობებზე წავიდოდა. ამის შესახებ აღნიშნულია The Wall Street Journal-ის სტატიაში.

გამოცემის წყაროს ცნობით, „პეკინმა მოახდინა დონალდ ტრამპის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტირება, ისე თითქოს შტატები მზად იყო დათმობაზე წასულიყო“. ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონი „წავიდოდა კომპრომისზე“.

წყარო განმარტავს, რომ საუბარია, კონკრეტულად ტრამპის იმ განცხადებაზე, სადაც ის საუბრობდა შტატების საბაზისო საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. გამოცემის მტკიცებით, პეკინში მიიჩნიეს, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის ეკონომიკას თვლის ნაკლებად სტაბილურს, ვიდრე ის ამას ამტკიცებს“. ჩინეთის ხელისუფლება ტრამპის განცხადებით იყო „მონუსხული“, რომელშიც ის ამბობდა, რომ სი ძიანპინი მისი მეგობარია.

მასალაში ნათქვამია, რომ შტატებსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ამ კვირასაც გაგრძელდება. „აქამდე იყო მოლოდინი, რომ მხარეები საბოლოოდ შეათანხმებდნენ სავაჭრო ხელშეკრულების დეტალებს, თუმცა ახლა ისინი ცდილობენ ეს მოლაპრაკებები კრახისგან დაიცვან“ - დასძენს გამოცემა.

კოკა კვირკველია