რუსული მედიის ცნობით, ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები რუსეთის ხუთ ბანკს, მათ შორის "ვი-თი-ბი" ბანკს შეეხო

ევროკავშირმა რუსეთის ფინანსურ სექტორთან მიმართებაში სექტორალური სანქციები შემოიღო.

ამის შესახებ ევროკავშირის ჟურნალი იუწყება.

აღნიშნული სანქციები რუსეთის ხუთ ბანკს შეეხო. ეს ბანკებია: "სბერბანკი", "ვი-თი-ბი", "გაზპრომბანკი", "ვნეშეკონომბანკი" და "როსსელხოზბანკი". სანქციები ერთი წლის ვადით იმოქმედებს და სამი თვის შემდეგ მისი გადახედვა იქნება შესაძლებელი.

სააგენტო "იტარ-ტასი" წერს, რომ ეს ის ბანკებია, რომელთა 50 %-იანი ან მეტი წილი პირდაპირ ან ირიბად ეკუთვნის სახელმწიფოს.

აკრძალვის თანახმად, ევროპელ ინვესტორებს ეკრძალებათ როგორც ამ ბანკების ობლიგაციების შეძენა, ისე ამ ობლიგაციებით ევროპის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა. აღნიშნული აკრძალვები ეხება მხოლოდ ახალ გარიგებებს და უკუქმედების ძალა არ გააჩნიათ.

სანქციები ძალაში 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.