მარნეულში ფერმერს 150 ძროხა დაეხოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150 სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი.