როგორი იქნება 1 მლნ დოლარად ღირებული წყალქვეშა სახლი (+ფოტო)

იტალიელმა დიზაინერმა წყალქვეშა სახლის კონცეფცია შეიმუშავა. პროექტის სახელწოდებაა - UFO 2.0, რომელიც იშიფრება როგორც - „დაუდგენელი მცურავი ობიექტი“.

გამოცემა Designboom-ის ინფორმაციით, წყალქვეშა სახლი ორი სართულისგან შედგება, ზედა სართულზე განთავსებულია სამუშაო ზონა და ჯაკუზი, წყლის ქვეში კი - საძინებელი. ამასთან, ოთახს აქვს პანორამული ფანჯარა, რომელიც წყალქვეშა ბინადრების დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა.

სახლში ასევე მოქმედებს წყალქვეშა ნავიგაციის სისტემა და მზის პანელები. მისი გადაადგილება კი ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

აღნიშულ კონცეფციაზე დიზაინერი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. წყალქვეშა სახლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება, რისთვისაც მილიონი დოლარია საჭირო.

ნინი ქეთელაური