1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7400 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7400 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0770 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0665 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0105 ლარი შეადგინა.