"ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს შესთავაზებს ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულ საინვესტიციო პოლიტიკას"

ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს შესთავაზებს ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულ საინვესტიციო პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ ინვესტორს არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორეში სიარული და ამაში არ იკარგებოდეს დრო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოგვეცა დავალება პრემიერისგან, რომ მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა სხვა უწყებასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ინვესტორს არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორეში სიარული და ამაში არ იკარგებოდეს დრო. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ინვესტორის სურვილები იქცეს კონკრეტულ პროექტებად, დასაქმებად. ამისთვის ჩვენ ერთი ფანჯრის პრინციპს შევთავაზებთ ინვესტორებს“, - განაცხადა თურნავამ.