რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

1 დო­ლა­რი 2,73 ლარი - ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს გა­უ­ა­რე­სე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა.

რა­ტომ უფა­სურ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა იმ ფონ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზამ­თარ­თან შე­და­რე­ბით ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი იზ­რდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ბრუნ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბაც უნდა გა­ი­ზარ­დოს? - კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თა.

ეკო­ნო­მის­ტმა ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვილ­მა სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში იმის გან­სა­ზღვრა თუ რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ლა­რის კურ­სის და­ცე­მა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ტუ­რიზ­მის, სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის, ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ამ­ბობს რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია.

"შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტემ­პი ტუ­რიზ­მში, ამავდრო­უ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა­ში გვაქვს კლე­ბა. ექ­სპორ­ტის ზრდის ტემ­პია შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში რომ შევ­ხე­დოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რამ იქო­ნია გავ­ლე­ნა ამის თქმა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდს რომ შევ­ხე­დოთ, გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გვაქვს არას­წო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა. რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ არ შე­მო­დის იმ­დე­ნი დო­ლა­რი, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა ერ­თის მხრივ იმის­თვის, რომ ლარი იყოს სტა­ბი­ლუ­რი და მე­ო­რეს მხრივ, რომ არა მხო­ლოდ სტა­ბი­ლუ­რი იყოს, არა­მედ გამ­ყარ­დეს კი­დეც" - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მის­ტმა.

გან­სხვა­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებს აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. თუ ვნა­ხავთ ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის წლი­ურ რა­ო­დე­ნო­ბას, 2018 წელს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 60 ათა­სით არის გაზ­რდი­ლი, გაზ­რდი­ლია ექ­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბაც.

მა­გა­ლი­თად, 2018 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლომ ექ­სპორტზე 286 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ი­ტა­ნა, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მი 321 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სფე­რო­ში კი კლე­ბა ნამ­დვი­ლად ფიქ­სირ­დე­ბა - თუ 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მი­ლი­არდ 800 მი­ლი­ონ­ზე მეტი იყო 2018 წელს აღ­ნიშ­ნულ­მა რი­ცხვმა მი­ლი­არდ 200 ათა­სამ­დე და­იკ­ლო.

ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვი­ლი ლა­რის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბის მთა­ვარ მი­ზეზს მა­ინც სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში ხე­დავს.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბა და გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო და და­ა­ზა­რა­ლა კერ­ძო სექ­ტო­რი. ვგუ­ლის­ხმობ სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში მი­ღე­ბულ უკა­ნას­კნელ რე­გუ­ლა­ცი­ებს - სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში, სატ­რან­სპორ­ტო სექ­ტორ­ში, თუნ­დაც ტაქ­სებ­სა და გან­ვა­დე­ბა­ზე მი­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა და­ა­ზა­რა­ლა კერ­ძო სექ­ტო­რი და ეს ჩანს მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ში, სამ­შე­ნებ­ლო, სა­ფი­ნან­სო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­შიც, შემ­ცი­რე­ბა გვაქვს მა­შინ, რო­დე­საც ესე­ნი ყვე­ლა­ზე ზრდა­დი სექ­ტო­რე­ბი იყო" - გან­მარ­ტა ეკო­ნო­მის­ტმა.

განაგრძეთ კითხვა