საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოს მოწყობის მიზნით, 29 600 ლარამდე გრანტის მიღებაა შესაძლებელი - როდის სრულდება პროექტი

USAID-ის პროექტ “ზრდა“ საქართველოს კიდევ ერთი საგრანტო პროგრამა, რომელსაც საქართველოში „ქემონიქს ინთერნეიშენალი“ ახორციელებს, მთავრდება. საგრანტო პროგრამა გათვალისწინებულია ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის მოცულობა 10 600 ლარიდან - 29 600 ლარამდეა განსაზღვრული. ხოლო, პროექტში ჩართული პირის თანამონაწილეობა განსაზღვრულია, როგორც პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 30%. საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 17 მაისი (18:00 სთ).

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში კომპანია დაგეხმარებათ ბიზნეს პროექტისა და წარსადგენი ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

თაია არდოტელი