15 მაისიდან ევროპული ფასდაკლება უკვე ბათუმშია

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ განაგრძობს ქსელის გაფართოებას და 15 მაისს რიგით მე 5-ე ფილიალს ხსნის ქ.ბათუმში.

ბათუმში „ევრობრენდი“ განთავსდება 500 კვმ. ფართობზე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ (ზ. გორგილაძის 88). მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების 20-მდე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდის პროდუქცია -70% ფასდაკლებით.

რო­გორც "ევრობრენდის“ წარმომადგენლები აცხა­დე­ბენ, ქ. ბათუმში ახა­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნა ძალზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო კომ­პა­ნი­ის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში. ამჟამად „ევრობრენდი“ 4 ფილიალით არის წარმოდგენილი ქ. თბილისში და ბათუმის ფილიალის გახსნით იწყება „ევრობრენდი“-ს გაფართოება რეგიონებში. უახლოეს მომავალში ყველა დიდ ქალაქში იქნება წარმოდგენილი „ევრობრენდის“ მაღაზიები, სადაც მომხმარებელს დახვდება საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი კოლექციები, მომსახურების მაღალი დონე და ყველას მიეცემა საშუალება შეიძინოს მათთვის საყვარელი და ცნობილი ბრენდის პროდუქცია უპრეცედენტო დაბალ ფასად - 70% ფასდაკლებით.

კომპანია "ევრობრენდი“ 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ბოლო წლების გამავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ქსელის გაფართოების და მომსახურების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით. “ევრობრენდი“-ს მაღაზიები ათასობით კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა ასამდე ადამიანს აღემატება.

(R)