ბიტკოინის  ფასმა  7 ათას დოლარს გადააბიჯა

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ციფრული ვალუტის ბიტკოინის ფასმა კვირას გამართულ ვაჭრობის შედეგად 7 ათას დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა.

ეს კი 2018 წლის სექტემბრის მაქსიმუმია.

პორტალ Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ღირებულებამ 12 მაისს 7,5 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო საღამოს უკვე 7 ათას დოლარამდე დაიკლო.

ბიტკოინი - ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და რომლის „მოპოვებაც“ სისტემის მონაწილე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სისტემის კონცეფცია 2008 წელს, მისი ავტორის ფსევდო სახელით, სატოსი ნაკამოროს მიერ გამოქვეყნდა, თუმცა პოპულარობის პიკს ბოლო წლებში მიაღწია.

კოკა კვირკველია