ნუ გახდები ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი - ამის შესახებ მომხმარებლებს საქართველოს ბანკი აფრთხილებს. საქმე ეხება ბოლო პერიოდში გახშირებულ კიბერდანაშაულს, რა დროსაც მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე გადაირიცხა.
საქართველოს ბანკის რეკომენდაციებს "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
- ბანკის სახელით იქმნება ყალბი გვერდები Facebook-ზე, ინსტაგრამზე. ეს რეკლამა არაა, ეს მახეა!
- რეკლამებში შენ გპირდებიან, რომ მოიგებ სახლს, მანქანას, ტელეფონს, ფულს, მოგზაურობას!
- არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდე ამ რეკლამების ბმულებზე;
- დააკვირდი ბანკის დასახელებას, ისინი დამახინჯებულია;
- არ შეიყვანო ინტერნეტ თუ მობილბანკში შესასვლელი სახელი პაროლი და ერთჯერადი კოდი;
- დაიმახსოვრე, რომ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს მხოლოდ 1 მისამართი აქვს:login.bog.ge და იქ დაცული ხარ;
- ყურადღება მიაქციე თითოეულ სიმბოლოს, თუ რომელიმე სიმბოლოში გადანაცვლებულია წერტილიც კი - ესე იგი შენს წინაშე ინტერნეტთაღლითია;
- მოგვწერე საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში და ჩვენ დაგიდასტურებთ, ნამდვილად ბანკი ავრცელებს თუ არა რეკლამას;
- დარეკე ნებისმიერ დროს ტელეფონზე 2 444 444;