ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენცია გაიმართება

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ბელ­გი­ის სა­მე­ფოს ვა­ლო­ნი­ის რე­გი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა ტუ­რიზ­მის კერ­ძო და სა­ჯა­რო პი­რებ­თან, მოხ­და ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაც­ნო­ბა, ასე­ვე გა­ნი­სა­ზღვრა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

“გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა აჭა­რის რე­გი­ო­ნის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვა­ლო­ნი­ას სოფ­ლად ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მარ­თვის კუ­თხით გა­აჩ­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ვი­ზი­ტი ბელ­გი­უ­რი მხა­რის მოწ­ვე­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც ხაზს უს­ვამს მათ მზად­ყოფ­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. და­ი­გეგ­მა ორ რე­გი­ონს- ვა­ლო­ნი­ა­სა და აჭა­რას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ქა­ლაქ ლი­ეჟ­ში შევ­ხვდით ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელს, რო­მელ­მაც სი­მე­ნო­ნის უნი­კა­ლუ­რი ფოტო-არ­ქი­ვის შე­სა­ხებ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფონ­დი მწერ­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი ბა­თუ­მის და ბულ­ვა­რის უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის მფლო­ბე­ლია, რო­მელ­თა მო­სა­პო­ვებ­ლად და გა­მო­საკ­ვლე­ვად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გმუ­ლია,” აცხა­დებს აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი სულ­ხან ღლონ­ტი.

მისი თქმით, ვა­ლო­ნი­ა­ში სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი, ველო და სა­ფეხ­მავ­ლო მარ­შრუ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ მო­დელს აჭა­რა­ში ტუ­რიზ­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ბელ­გი­ელ ნო­ბე­ლისტ მწე­რალ ჟორჟ სი­მე­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი აჭა­რის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით გეგ­მავს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მათ შო­რის ფოტო არ­ქი­ვის შექ­მნას, თე­მა­ტუ­რი გა­მო­ფე­ნი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ის, ასე­ვე ბა­თუმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის შექ­მნას და მას­ში სი­მე­ნო­ნის შეყ­ვა­ნას. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შედ­გა მო­ლა­პა­რა­კე­ბა აჭა­რი­სა და ვა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ.