აშშ-ში 20 ფარმაცევტული კომპანია კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულეს

აშშ-ის 44-მა შტატმა ანტიმონოპოლიურ სამსახურში გააგზავნა სარჩელი, რომელიც 20 ფარმაცევტულ კომპანიას ეხება, მათ შორის ისეთ ცნობილს, როგორიცაა Pfizer-ი.

მოსარჩელეები კომპანიებს შეთანხმებით მოქმედებაში და 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების ხელოვნურად აწევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ შტატ კონექტიკუტის გენერალური პროკურორი უილიამ ტონგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სარჩელი კონექტიკუტის საოლქო სასამართლოში 10 მაისს შევიდა. პროკურატურის განცხადებით, ამ წამლების გაყიდვები შტატებში წლიურად მილიარდობით დოლარს შეადგენს, ხოლო მათზე ფასების მატება, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებისგან და უბრალო ადამიანებისგან, რომლებიც ყიდულობენ აღნიშნულ მედიკამენტებს, მეტი სარგებლის მისაღებად ხდებოდა.

„საუბარია აბების, კაფსულების, კრემისა და გელის სახის პრეპარატებზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეთანხმებული ფასების მატება ათას პროცენტს აღწევდა,“- აცხადებენ პროკურატურაში.

სარჩელი 500 გვერდიანია. 44 შტატის ხელისუფლება ამ კომპანიების დაჯარიმებასა და დაზარალებულებისთვის თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. კომპენსაციის მოცულობა კი ამ ეტაპზე არ ზუსტდება.

კოკა კვირკველია