ამერიკელმა ლატარეაში 1 მლნ დოლარი ზედიზედ ორჯერ მოიგო

კომპანია Hoosier Lottery-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი პრიზის მოგების შანსი ორ მილიონში ერთია.

ინდიანას შტატის მცხოვრებმა რობერტ ჰამილტონმა ლატარეაში მილიონი დოლარი ორჯერ მოიგო. ამის შესახებ Fox News იტყობინება.

ამასთან, პირველიდან მეორე მილიონის მოგებამდე, სულ რაღაც 3 თვე იყო გასული. აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა ორივე ბილეთი სხვადასხვა ქალაქში შეიძინა.

იღბლიანი მამაკაცი ამბობს, რომ თავის პირველ მოგებას ფინანსური დავალიანებების დასაფარად გამოიყენებს, იყიდის სახლს, გაემგზავრება დასასვენებლად და მამამისს ბიზნესისთვის საჭირო სატვირთო ავტომობილს უყიდის.

”მას შემდეგ, რაც მან პირველ ჯერზე მოიგო, ვუთხარი, რომ თუკი ხელმეორედ მოიგებდა, თავისთვის მოტოციკლიც ეყიდა”,- ამბობს გამარჯვებულის ცოლი, სემ ჰამილტონი.

კომპანია Hoosier Lottery-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი პრიზის მოგების შანსი ორ მილიონში ერთია.