აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, 2019 წლის 14 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 137 535 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.729 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.