ჰაკერებმა WhatsApp-ში სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს

ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისის“ ცნობით, WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

WhatsApp-ში, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ.

WhatsApp-ი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ მათი აპლიკაცია.

შეგახსენებთ, აღნიშნული კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები იყენებდნენ ხმოვან ზარს. თუ ზარს მომხმარებელი უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. მსგავსი ზარების ნაკადის გამოვლენა WhatsApp-ის უსაფრთხოების გუნდმა შეძლო. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა. აღნიშნული კომპანიისთვის ადრე არაერთხელ უწოდებიათ „კიბერ იარაღის დილერი“.