დღეიდან, 15 მაისიდან მობილური ზარების ფასზე ევროკავშირი საერთო ევროპულ ჭერს განსაზღვრავს.
ეს იქნება 19 ევროცენტი ერთ წუთზე და 6 ევროცენტი ერთ sms-ზე. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.
"ამიერიდან მობილური ზარის წუთობრივი საფასური არ შეიძლება აღემატებოდეს 19 ევროცენტს, ხოლო ერთი სმს-გზავნილის ფასი 6 ევროცენტს. ეს გადაწყვეტილება ევროპელ მომხმარებელს პრაქტიკულ შედეგს მოუტანს და მობილურ კავშირზე ერთიანი ევროპული ბაზრის ცალკეულ ქვეყნებში დისპროპორციული ფასების გამოსწორებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ამ ფასში არ არის გათვალისწინებული დღგ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 17-დან 25%-მდე მერყეობს, ერთიანი ტარიფი ევროკავშირის ტერიტორიაზე მაინც ვერ იქნება მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა მიღებულია სუფთა ადმინისტრაციულ დონეზე, შესაბამისად, ჯერ უცნობია, როგორ აისახება ის სატელეკომუნიკაციო სექტორზე ევროკავშირში.