16 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით, სოციალური პარტნიორები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის CSR/RBC წახალისების შესახებ იმსჯელებენ.
„ღონისძიებაზე ბიზნეს სექტორი, პროფესიული კავშირების გაერთიანება, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებულმა პირები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის როლი კომპანიაში, არსებული მდგომარეობა საქართველოში, არამატერიალური აქტივების ზრდა, ბრენდი და რეპუტაცია, კომპანიათა კარგი და ცუდი პრაქტიკა, სტრატეგია და კომუნიკაცია, ასოციაციის როლი და ა.შ. მსჯელობის საკითხები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა (CSR/RBC) ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ეკონომიკური, სოციალური დაგარემოს დაცვითი თვალსაზრისით. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრი კომპანიების დაახლოებით, 25 წარმომადგენელს გადაამზადებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ტრენერებად, რათა ბიზნეს წრეებში აღნიშნული თემების პოპულარობა გაიზარდოს,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანება თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ILO-ს რეგიონული ოფისის დამსაქმებელთა უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ ჩუროვიჩი. ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.