ვალში გაყიდული ქონების შემთხვევები იზრდება

ქვეყანაში პრობლემური სესხების საკითხი მწვავედ 2008 წლის კრიზისის შემდეგ დგას.”კრედიტინფო საქართველო” 2005 წლიდან აწარმოებს საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ინფორმაციის რეესტრს და მათი მონაცემებით, ქვეყანაში სხვადასხვა სასესხო პროდუქტით სულ 1 845 799 ფიზკური და 22 163 იურიდიული პირი სარგებლობს. თუმცა, ”კრედიტინფო” ვერ აღრიცხავს რამდენი მევალე ჰყავთ ე.წ. მევახშეებს, არადა ვალში გაყიდული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი, სწორედ კერძო იპოთეკარების სასარგებლოდ მოდის.

პრობლემური სესხების მოცულობის გამოსავლენად, არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საზოგადოება და ბანკები” ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, ბანკების მიერ ქვეყანაში გაცემული სესხების მეათედი პრობლემურია, ხოლო სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები იზრდება.

”2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით სულ 952 უძრავი ქონებაა რეალიზებული, საიდანაც კომერციული ბანკების სასარგებლოდ გაიყიდა 172, რაც მთლიანი ოდენობის 18,07%-ია; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ 157 უძრავი ქონებაა რეალიზებული - საერთო რაოდენობის 16.49%; 623 ერთეული უძრავი ქონება - 65.44% კი, კერძო პირების ანუ კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა”,- ამბობს ”საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

სტატიის სრული ვერსია იხ. გაზეთ ”კვირის პალიტრას”  4-11 აგვისტოს ნომერში