როგორც უცხოური მედია წერს, 2019 წელს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები გველის, მათ შორის სმარტფონების მიმართულებითაც.
არაერთმა კომპანიამ სიახლეების შესახებ უკვე დააანონსა. ჩვენ გთავაზობთ 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონების ჩამონათვალს.
Huawei Mate X
კომპანია Huawei-მ ახალი, დასაკეცი სმარტფონი შექმნა, რომელიც რეალურად, უმნიშვნელოვანესი სიტყვაა ტექნოლოგიაში. The Mate X აღჭურვილია ყველა იმ დეტალითა და სიახლით, რაც Huawei-მ მსოფლიოს ტექნოლოგიების მიმართულებით შესთავაზა.
მოწყობილობის უკანა მხარეს მოთავსებული ღილაკით ეკრანის ზომის გაზრდაა შესაძლებელი, შედეგად კი დაახლოებით, 20 სანტიმეტრის სიგრძის ტაბლეტი მიიღება. მის წინა მხარეს დაახლოებით, 15 სანტიმეტრის ეკრანია მოთავსებული, რომელიც „შუაზე გადაკეცვის“ შემთხვევაში მცირდება. ახალი ჰუავეის ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 2 600 აშშ დოლარი იქნება.
Samsung Galaxy Fold
Samsung იყო პირველი რომელმაც, დასაკეცი სმარტფონი - The Galaxy Fold-ი წარმოადგინა. ეს არის „სამსუნგის“ ახალი სიტყვა სმარტფონებში. წინა მხრიდან Galaxy Fold “ჩვეულებრივი“ ტელეფონი გეგონებათ. მას დაახლოებით, 11 სანტიმეტრის სიგრძის ეკრანი აქვს, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ტელეფონს „გაშლით“, რადგან თქვენ წინაშე 18,5 სანტიმეტრის სიგრძის ეკრანი გამოჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც ახალ Samsung-ს აქვს, ეს არის ფუნქცია, რომლითაც მის გაშლილ ეკრანზე სამი აპლიკაციის ერთად გახსნაა შესაძლებელი. სმარტფონის ღირებულება 2000 აშშ დოლარს შეადგენს.
iPhone XS Max
ჯერჯერობით უცნობია, Apple შეუერთდება თუ არა Huawei-სა და Samsung-ის დასაკეცი სმარტფონების ტრენდს, თუმცა ფაქტია, რომ iPhone XS Max-ი ამ ორი კომპანიის მოწყობილობებისგან კვლავაც საკმაოდ განსხვავებულია.
iPhone XS Max-ი არის ყველაზე დიდი ზომის სმარტფონი, რაც კი Apple-ს შეუქმნია, რადგან მისი ეკრანი 16,51 სანტიმეტრის სიგრძისაა. ვინც iPhone-ს მოყვარულია და ამავდროულად, სმარტფონში თამაში ან ფილმების ყურება უყვარს, ახალი SX Max ნამდვილად მოეწონება.
ახალი, 64GB-იანი სმარტფონის ფასი 1, 099 აშშ დოლარია. თუ ეს მეხსიერება არ გეყოფათ, 265GB-ს მეხსიერების მქონე ტელეფონი უნდა შეიძინოთ, რომლის ფასიც 1,249 დოლარია. მათთვის, ვისაც 265GB-ც ეცოტავება, Apple-მა 512GB-ს მქონე სმარტფონი შექმნა, რომლის ფასიც 1,444 დოლარია.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა