2019 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14.518 მილიარდ ლარს (5.375 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, ADB-ის მიმართ ვალი 30 აპრილის მდგომარეობით, 1,139 მილიარდ დოლარს აღემატება; IDA -ს მიმართ ვალი 1.030 მილიარდ დოლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 893,340 მილიონი დოლარია.