Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.
დიდი ალბათობით ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.
ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
დეტალებზე ჩოგოვაძე ვერ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ორი ლოკაცია განიხილება და ავიაკომპანია დიდი ალბათობის თბილისის და ქუთაისის მიმართულებით იფრენს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გიორგი ჩოგოვაძესა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის მომავალ კვირას გაიმართება.