პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის რეაბილიტაციისთვის 646 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
აღნიშნული თანხა კედლის იმ ნაწილს მოხმარდება, რომელიც ამჟამად შეკეთებას საჭიროებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამცავი ბარიერების განახლების სამუშაოები აშშ-მექსიკის საზღვრის დასავლეთ ნაწილში ქალაქ ტუსონიდან დაიწყება.
სავარაუდოდ, კედლის განახლების სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში უნდა დამთავრდეს. ამასთანავე დამატებით 141 მილიონი გამოიყო კალიფორნიისა და არიზონას შტატებში მექსიკის საზღვრის პირას ახალი დამცავი ღობეების მშენებლობისათვის.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონად ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.