იაპონიაში მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მისი ფასიც მეტისმეტად მაღალია.
თავად იაპონია კი 294 სახეობის მარწყვს აწარმოებს. ყველაზე უჩვეულო მარწყვის სახეობად იამანაშის პრეფექტურაში წარმოებული თეთრი მარწყვი ითვლება, რომელსაც „პირველი სიყვარულის არომატი“ ჰქვია. ეს ჯიში იაპონიაში პირველად 2006 წელს გამოიყვანეს 10 წლიანი სასელექციო სამუშოების შემდეგ. თეთრი მარწყვის ერთი შეკვრა, სადაც სულ 12 ნაყოფია 1600 იენი ღირს, რაც მიმდინარე კურსით 14,5 დოლარია.
ყველაზე ძვირი კი იაპონიაში „ოკუდას“ ფერმაში გამოყვანილი მარწყვის ჯიშია, რომელსაც „მშვენიერი პრინცესა“ უწოდეს და მისი ერთი ნაყოფი 448 დოლარი ღირს. ამ ჯიშის მარწყვის ერთი ნაყოფის წონა 100 გრამს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ძვირია არა მარტო მარწყვი, არამედ სხვა ხილი და კენკრაც. მაგალითად, განსაკუთრებული ჯიშის ნესვი ან ყურძენი იაპონიაში შესაძლოა რამდენიმე ასეული ან ათასი დოლარი ღირდეს. ხილსა და კენკრას იაპონიაში ტკბილეულის ან შუშხუნა ღვინის ნაცვლადაც ჩუქნიან, ხოლო მისი მაღალი ფასით ხდება იმ ადამიანის სოციალური სტატუსის ხაზგასმა, ვისაც ამ ძვირად ღირებულ ხილსა და კენკრას საჩუქრად უძღვნიან.