ევროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა. როგორც East fruit წერს, პროდუქტს ეკვადორში, კომპანია Freskita Bananas აწარმოებს.
წითელი ბანანი ტროპიკული ხილის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ტრადიციული ბანანისგან მკვეთრად განსხვავდება. კერძოდ, ეს არის ფერი, პატარა ზომა, უფრო ტკბილი გემო, ბევრად მეტი A ვიტამინის კონცენტრაცია, ამასთან, შედარებით მცირე გლიკემიური ინდექსი და ა.შ.
freshPlaza –ს ინფორმაციით, ბანანის ეს სახეობა ეკვადორში საკმაოდ შეზღუდული რაოდენობითაა და მისი მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გადის.
„ჩვენ ვიცით, საცალო ბაზარზე არსებული მოთხოვნები და საჭიროებები. ამიტომ, არსებული ტენდენციის შესაბამისად, გვინდა, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტის სრული ასორტიმენტი. მართალია, ბანანის დიდი მოცულობა არ იწარმოება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ხარისხია. ყოველი ახალი პროდუქტის უკან დგას გუნდი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მის ხარისხსა და მიწოდების უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გაეტანო ლეონემ.
მისივე თქმით, Freskita Bananas მუშაობს, რომ წარმოება გაზარდოს და ბაზრის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს.