საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს  წევრობის კანდიდატებად  გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე შეარჩია

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი შეარჩია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის შერჩეული კანდიდატები გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე არიან.

„ორივე კანდიდატი პრეზიდენტმა მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე შეარჩია“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ამასთან, განიხილებოდა თუ არა მათთან ერთად აღნიშნულ პოსტებზე სხვა კანდიდატებიც, უცნობია.

პრეზიდენტის მიერ აქამდე წარდგენილ კანდიდატებს ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობებზე ყოფნის ვადა უკვე ამოეწურათ.