„საქსტატი“ - უმუშევრობის დონე  კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

კერძოდ, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს ქალებში აქტიურობის დონე 55.6 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.6 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.

თაია არდოტელი
„ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე 79-დან 83-მდე გაიზარდა“
ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა
„მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა, თუმცა, დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში“