ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით, ხეების მოჭრა მიმდინარეობს

ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრა მიმდინარეობს. მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ავლაბარი ჰოტელ რეზიდენსი” აწარმოებს.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, ბოჭორმის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გამო, კომპანიის მიერ ხეების მოჭრის ფაქტი შეთანხმებული იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან.

„გადარგულია 19 ჯანსაღი ხე, მოიჭრა 36 ხმელი და 4 ზეხმელი ხე. მშენებელს აქვს დენდროლოგიური პროექტი და აღნიშნულის სანაცვლოდ 40 ძირი ახალი ნარგავი დაირგვება”, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.