სომხეთი რუსულ კომპანია Газпромом-თან ბუნებრივ აირზე ფასის შემცირების საკითხზე მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევას წლის ბოლომდე იმედოვნებს. ამის შესახებ რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად გაზზე ფასის დაკლება ეს არა მხოლოდ გაზის ფასის საკითხია, ეს ასევე ეხება ЕАЭС-ის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ეფექტურობას. ჩვენ პრინციპში, უკვე გვაქვს ეს შეთანხმება, რომ შეიქმნება ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი. ჩვენი წინადადებები ამ მოლაპარაკებების ლოგიკასთან შესაბამისობაშია. არადისკრიმინაციული ფასები გაზზე და ენერგორესურსებზე ძალიან მნიშვნელოვანია ЕАЭС-ის ეფექტურობისთვის. მე ვისურვებდი ამ საკითხის წლის ბოლომდე გადაწყვეტას“, - განაცხადა პაშინიანმა.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან Газпром-მა სომხეთს გაზის ტარიფი 1 ათას კუბურ მეტრზე 150 დოლარიდან 165 დოლარამდე გაუზარდა.