აშშ-ის სანქციების შედეგად ირანული ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში 500,000-ზე ნაკლებ ბარელს შეადგენს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მაისში ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში 250-500 ათასი ბარელის ფარგლებში მერყეობს. ამავდროულად, ანალიტიკური კომპანია Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, მაისში ირანული ნავთობის ექსპორტი 250,000 ბარელი იქნება დღე-ღამშეში.
„ამ დრომდე ირანული ნავთობის მიწოდების პუნქტებად რჩებიან ინდოეთი და ჩინეთი“ - წერს Reuters-ი. მისი წყაროს ცნობით, მიწოდება უკვე შეწყდა როგორც ევროპის, ასევე თურქეთის მიმართულებით.
ცნობისათვის, გასული წლის მაისში ირანიდან დღე-რამეში 2,5-2,8 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა, თუმცა მან გასული წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ამერიკული სანქციები ამოქმედდა, შემცირება დაიწყო.