გიორგი სიგუამ თანამდებობა დღეიდან დატოვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ თანამდებობა დღეიდან დატოვა.

სიგუა თანამშრომლებს სასტუმრო "რედისონში" დაემშვიდობა, სადაც საქართველოს საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, სიგუამ თანამშრომლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ემორჩილება საკუთარი ხელმძღვალობის გადაწყვეტილებას და დღეიდან ტოვებს თანამდებობას.

"დიახ, მე მივდივარ, მივდივარ ბედნიერი და ამაყი. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. დიდი მადლობა გათენებული ღამეებისთვის, ინიციატივებისთვის. ჩვენ გავამართლეთ ძველი აფრიკული ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ "თუ გინდა წახვიდე სწრაფად, იარე მარტო. თუ გინდა წახვიდე შორს, იარე ერთად", ჩვენ მივდიოდით ერთად, ამიტომ წავედით შორს", - განაცხადა სიგუამ თანამშრომლებისადმი მიმართვისას.