საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურიდან იუწყებიან, მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,538.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.