კომპანია „ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა. ამის შესახებ გიორგაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
გიორგაძემ დეტალების განმარტებისგან, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, თავი შეიკავა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ მე და ჩემი კომპანია, ამას არ ვიმსახურებდით. სხვა რამის კომენტირება არ შემიძლია, უკომენტაროდ დავტოვოთ“, - განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.