კრისტინ ლაგარდი  და კობა გვენეტაძე ტექნოპარკში ახალგაზრდა მეწარმეებს ხვდებიან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ახალგაზრდა მეწარმეებს ხვდებიან.

კრისტინ ლაგარდმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა, ამ წუთებში კი ახალგაზრდა სტარტაპერებს ხვდება და მათი ბიზნესის შესახებ ეცნობა ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში კრისტინ ლაგარდი უკვე შეხვდა სტუდენტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. დღესვე, სსფ-ს მმართველმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 19 მაისს ეწვია და მსსი ვიზიტი ხვალ 21 მაისს დასრულდება.