ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-იმ საკუთარი საოპერაციო სისტემის შექმნის შესახებ გამოაცხადა. სავარაუდოდ, ახალ ოპერატიულ სისტემას Hongmeng-ი ერქმევა და ის კომპანიის მიერ წარმოებულ სმარტფონებში ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ სისტემას - Android-ს, რომელიც Google-ს ეკუთვნის. ამის შესახებ პორტალი Huawei Central-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, Hongmeng სახელწოდება შეირჩა ერთ-ერთი ძველჩინური ტრაქტატის „ჩუან ცზის“ პერსონაჟის სახელის მიხედვით, რომელიც ჩვ.წ.აღ III საუკუნეში დაიწერა. Hongmeng-ი - ეს არის პირველადი ქაოსის განსახიერება ჩინურ მითოლოგიაში, რომლისგანაც ჩინური წარმოსახვით იშვა სამყარო. პორტალმა არ გამორიცხა, რომ საბოლოო ჯამში სისტემის სახელწოდება შეიცვალოს, მაშინ როცა მას ოფიციალურად წარადგენენ, თუმცა ამ დროისთვის პროექტი მზადებაშია და მის სამუშაო სახელწოდებად რჩება Hongmeng-ი.
Huawei Central-ის წყაროს ცნობით, კომპანიამ უკვე ჩაატრა მსუბუქი ცდები ახალ ოპერატიულ სისტემაზე.
კვირას ცნობილი გახდა, რომ Google-მა შეაჩერა Huawei-სთან ბიზნეს კონტაქტები, ვინაიდან ეს ჩინური კომპანია აშშ-ის ხელისუფლებამ შავ სიაში შეიყვანა. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიას ამიერიდან შეუწყდება წვდომა იმ ტექნოლოგიებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელსაც Google Android-ისთვის ქმნიდა და რომელ სისტემაზეც მუშაობს კომპანიის აქამდე წარმოებული ყველა სმარტფონი.