პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.
ქარხანა გერმანლი კომპანიის "აისოლარის" ინვესტიციით მოეწყო. პრემიერმა კომპანიის წარმოადგენლებს ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყანამ აქცენტი უცხოურ ინვესტიციაზე უნდა გააკეთოს. ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განთლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.