„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, კვლავ მაღალია სამსახურის მაძიებელ პირთა პროცენტული მაჩვენებელი. გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს.
გამოკითხულთა იმ 59%-დან, ვინც თავს არ თვლის დასაქმებულად, კვლევის შედეგების თანახმად, მოცემულობაზე „ ვარ უმუშევარი და ვეძებ სამსახურს“, დადებითი პასუხი გასცა 35%-მა. ვარ უმუშევარი და არ ვარ დაინტერსებული სამსახურის პოვნით, გამოკითხულთა 5%-მა უპასუხა დადებითად.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.
საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.