იტალიურმა საავიაციო კომპანიამ Alitalia-მ 300-ზე მეტი ავიარეისი გააუქმა. მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა. გაფიცულებს შორის არიან პილოტები და ბორტგამცილებლები. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც კომპანიის ვებგევრდზეა აღნიშნული, სულ ჯამში გაუქმებულია 300-ზე მეტი რეისი. ძირითადად საუბარია შიდა რეისებზე და ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში ფრენებზე. გაუქმებულია ფრენები ორშაბათ საღამოდან ოთხშაბათის დილის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ გაფიცვაში Alitalia-ს თანამშრომლების გარდა მონაწილეობენ სხვა საავიაციო კომპანიები იტალიიდან, მათ შორის Blue Panorama.
ავიადარგის პროფკავშირები მისაღებ სამუშაო პირობებს ითხოვენ. ისინი ამავდროულად სწუხან Alitalia-ს მომავალზე. როგორც ცნობილია, ამ ნაციონალურ ავიაკომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და უკვე მეორე წელია ვერ შოულობს მყიდველს, რომელიც მას სამომავლოდ განავითარებს.