ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi Corp-მა 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მონაცემები გაავრცელა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ კომპანიის შემოსავლები ამ პერიოდის განმავლობაში 27%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მარტის ჩათვლით 43,8 მილიარდი იუანი (6,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ეს კი აღემატება ანალიტიკოსების მიერ დაგეგმილ მაჩვენებელს, რომელიც 42.109 მილიარდ იუანს შეადგენდა.
კომპანიისთვის მთავარი შემოსავლის წყარო გახდა სმარტფონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა ამავე შემოსავლებში საკუთარი წილი აქვს ონლაინ რეკლამებიდან და სხვადასხვა ტიპის აქსესუარების გაყიდვიდან მიღებულ თანხებსაც.
ჩინეთის ბაზარზე Xiaomi-ის წილი ადგილობრივი წარმოების სმარტოფნებს შორის 21%-ს შეადგენს, დანარჩენ წილს იყოფენ მისი ჩინელი კონკურენტები - Oppo, Vivo და Huawei.