საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მზად არის პარლამენტში ინტეპელაციის წესით მისვლისას ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.
„საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა, ეს არის ჩვენი გუნდის არჩევანი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, ამ პრინციპების ერთგულები ვართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ჩემი კაბინეტის ყველა მინისტრი, მათ შორის მეც და 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხი ნებისმიერ შეკითხვას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.