"ვითიბი ბანკი" გაერთიანებულ სესხებზე აქციას აგრძელებს

"ვითიბი ბანკმა" მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესის გამო გაერთიანებულ სესხებზე აქციის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა.

როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააერთიანოს სხვა ბანკებში არსებული სესხები, აიღოს ერთი სესხი 12,9%-ად უზრუნველყოფის გარეშე ან 11,9%-ად უძრავი ქონების უზრუნველყოფით და შესაბამისად შეიმციროს ყოველთვიური საპროცენტო ხარჯი.

როგორც ბანკში აცხადებენ, აქციის უპრეცენდენტო პირობა იმაშიც გამოიხატება, რომ "ვითიბი ბანკმა" გამოუშვა სპეციალური პროდუქტი, ისეთი კლიენტებისათვის, ვისაც შეექმნა სესხების დაფარვის პრობლემები სამსახურის დაკარგვის, შემოსავლის შემცირების და სხვა მიზეზების გამო.

აღნიშნული პროდუქტი "ვითიბი ბანკმა" მომხარებელს მიმდინარე წლის 1 ივლისს შესთავაზა.

ერთი თვის განამვლობაში გაიცა ორი ათასზე მეტი სესხი, აქციის ფარგლებში, წინა თვესთან შედარებით, გაცემული სამომხმარებლო სესხების ზრდამ 51% შეადგინა.