ახალციხეში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განახლდა

რაბათის ციხის ტერიტორიაზე ახალციხის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განახლდა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, USAID საქართველოს წარმომადგენელი დავით წიკლაური, USAID ზრდა-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით ბოლო ორი წლის განმავლობაში, USAID ზრდა-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ახალციხეში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები სრულად აღჭურვა და თანამშრომლები გადაამზადა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების ხარჯზე აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.