"სარფის" საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ბ.ი., რომლის ავტომობილის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 260 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი თრამადოლ/პარაცეტამოლი აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

მებაჟე ოფიცრებმა, ასევე სგპ "სარფში", თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ავტომანქანაში 4,66 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სგპ "ვალეს" ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანა სცადა საფრანგეთის მოქალაქე ჰ.გ.-მ. მისი ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი DAFALGAN ჩODEINE - 8 აბი - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.