საქართველოში ინოვაციური პროექტების დაფინანსების მიზნით, თანადაფინანსების ახალი პროგრამა იწყება.
კერძოდ, საუბარია, თანადაფინანსების ახალ, 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამაზე, რომლის გახსნის ღონისძიებაც დღეს, ტექნოპარკში (ოქროყანა) გაიმართება.
პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.
თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.