Microsoft-მა შესაძლოა, Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს

კორპორაცია Microsoft-მა შესაძლოა, ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-სთან სამომხმარებლო ელექტრონიკისა და b2b სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტოს.

როგორც რუსული „კომერსანტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკულმა კომპანიამ 20 მაისს მსგავსი შინაარსის შემცველი წერილი სხვადასხვა ქვეყნების საკუთარ წარმომადგენლობებში უკვე გააგზავნა. წერილის მიხედვით, ყველა კომუნიკაცია Huawei-სთან ამიერიდან უნდა მოხდეს სათავო ოფისის გავლით.

ცნობისათვის, სამომხმარებლო სეგმენტში Huawei Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows-ს მის ნოუთბუქებში იყენებს, ხოლო b2b სერვისს - ამერიკული კორპორაციის სოფტ-სერვერებსა და მონაცემთა სათავსოებში.

კოკა კვირკველია