5 უმდიდრესი ქართველი კაცი

ვისი შემოსავალიც მილიონებს ითვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მეტწილად კი რუსეთში ცხოვრობს.

საქართველო განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანების სიმრავლით არასოდეს გამოირჩეოდა - ამის საშუალებას არც ეკონომიკის განვითარება, არც ბაზრის მოცულობა და, ბოლოს და ბოლოს, არც პოლიტიკური ვითარება იძლეოდა. ამიტომ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვისი შემოსავალიც მილიონებს ითვლის, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მეტწილად კი რუსეთში ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მდიდარ ქართველ მამაკაცს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია მოიძიება, ზოგზე კი მხოლოდ იმის გაგებაა შესაძლებელი, თუ რა რაოდენობის თანხას ფლობს.

თემურ სეფიაშვილი - 3.100.000.000$

თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, ერთ დროს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა. მისი კომპანია მანჰეტენზე 2,5 მილიონ კვ/მ უძრავ ქონებას ფლობს

საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს და რაღაცით ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს. ერთხელ რიგითი თბილისელი სტუდენტი ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და იღბალი პირდაპირ თავში "მოხვდა". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ხუმრობაშიც ხომ არის სიმართლის მარცვალი.

საპირი ფლობს ოთხ ენას, აქვს ჩვიდმეტსართულიანი სახლი მექსიკაში, თვითმფრინავი, რომელიც სირიის აწგარდაცვლილი პრეზიდენტისგან, ჰაფეზ ასადისგან შეიძინა და იახტა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. სხვათა შორის, მისი სახელი ბევრჯერ იყო გარეული სკანდალში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამბობენ, რომ საპირი არასდროს მალავს წარსულს და ღიმილით იხსენებს საბჭოთა დროს, იმას, თუ როგორ იშოვა პირველი ფული.

ტარიელ ვასაძე - 5.000.000.000$

მომავალი ბიზნესმენი და დეპუტატი 1947 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი კიევში დაამთავრა და იქვე შეუდგა შრომით საქმიანობას. თავდაპირველად მლესავი იყო ავტომობილების სარემონტოში. შემდეგ ინჟინერი გახდა, უფროსი ოსტატი, ქარხნის ხელმძღვანელი, ტექნიკური მომსახურების სადგურის დირექტორი, 1983 წლიდან ჩაუდგა სათავეში "ავტოტექმომსახურებას", რომლის საწარმოები საბოლოოდ შევიდა კონცერნში "უკრავტო". ათი წელი იყო "უკრაინის საავტომობილო კორპორაციის" პრეზიდენტი. 318,4 მლნ დოლარის ოდენობის კაპიტალით უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არის და ასევე ხშირად მოიხსენიებენ უკრაინის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაც. 2012 წლის ნოემბრიდან უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია.

დავით იაკობაშვილი - 2.700.000.000$

დაიბადა 1957 წლის 2 მარტს, საქართველოში, ქართველი ებრაელების ოჯახში. დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით. დღეისათვის მას რამდენიმე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია ეკუთვნის, რომელთაგან, თავის დროზე დიდი წარმატება რძის პროდუქტების კომპანიამ "ვიმ ვილ დანიმ" მოუტანა.

ქართველ უმდიდრეს ქართველთა ხუთეულში შედიან ნიკოლოზ გოგიტიძე, რომლის ქონება ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით 4.000.000.000$-ს შეადგენს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა საკმაოდ ძვირი დაუჯდა. Forbes-ის 2013 წლის მარტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Georgia's 5 richest men