პარასკევი და შაბათი არის დღეები, როდესაც ყველა განტვირთვის საუკეთესო გზას ეძებს.
ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ტაქსის მომსახურებაზეა.
შესაბამისად, გამოძახებების რაოდენობა იმ ქუჩების მიმართულებით, სადაც განთავსებულია გასართობი ობიექტები, მნიშვნელოვნად იმატებს.
კომპანია „მაქსიმის“ სპეციალისტებმა თბილისის ქუჩების სტატისტიკა მოამზადეს, სადაც პარასკევ საღამოს ქალაქის მცხოვრებნი ყველაზე ხშირად ისვენებენ.
სტატისტიკის მიხედვით, თბილისის მცხოვრებნი ყველაზე ხშირად ეგნატე ნინოშვილის ქუჩას სტუმრობენ, სადაც განთავსებულია კაფე-ბარების უმრავლესობა.
მეორე ადგილზეა მტკვრის მარცხენა სანაპირო.
მესამე ადგილს კუს ტბისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩა (მეიდანი) ინაწილებენ.
თბილისის ქუჩების ათეულში, ასევე, მოხვდა ჟან შარდენის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი და შოთა რუსთაველის გამზირი.
TOP-10 ქუჩა, სადაც ისვენებენ ქალაქის მცხოვრებნი:
1. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა — 5,36%
2. მტკვრის მარცხენა სანაპირო — 4,79%
3. კუს ტბის ქუჩა — 3,8%
4. ვახტანგ გორგასლის ქუჩა (მეიდანი) — 3,7%
5. ჟან შარდენის ქუჩა — 2%
6. დავით აღმაშენებლის ხეივანი — 1,8%
7. მტკვრის მარჯვენა სანაპირო — 1,67%
8. შოთა რუსთაველის გამზირი — 1,5%
9. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა — 1,3%
10. აკაკი წერეთლის გამზირი — 0,89%